„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2491
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.05.001.002.109
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონი

„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

       მუხლი 1.

 „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატისაგან.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2491–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია