„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1002
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-15
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016395
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1002

2014 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013  სარეგისტრაციო კოდი - 010240030.22.034.016265) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეისწავლის პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას, არსებულ სისუსტეებსა და რისკებს;“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ პუნქტები:

„ი) სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის  უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს პერიოდულ შემოწმებებს;

კ) პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გასატარებელი ღონისძიებების  გეგმებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას;

ლ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომლებს აძლევს რეკომენდაციებს;

მ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე ინიცირებას უკეთებს სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგს და მონაწილეობს მის ორგანიზებაში;

ნ) განიხილავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების არასტანდარტულ შემთხვევებს და ამზადებს გადაწყვეტილების პროექტებს;

ო) უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობას;

პ) ახორციელებს მისთვის მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია