„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-07
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.108.016177
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

               სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

           სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში (ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.108.016152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ვ“ და „ზ” ქვეპუნქტები:

  „ვ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის დირექტორის დანიშვნა/გათავისუფლებაზე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემა;

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებადრი კალანდარიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია