„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისოტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-06
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.173.016043
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისოტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისოტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისოტს №35 დადგენილებაში (ვებგვერდი 29/08/14, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016035) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით   დამტკიცებული წესის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია