|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 მაისის №1-1/940 ბრძანებით დამტკიცებულ შინაგანაწესში (სსმ III, 14.05.2009 წ., №59, მუხ. 667) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
ბრძანების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამუშაო დრო განსაზღვრულია დილის 09.00 საათიდან 18.00 საათამდე. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დრო განსაზღვრულია 13.00 საათიდან 14.00 საათამდე. მინისტრი უფლებამოსილია დილის 09.00 საათიდან 09.30 საათამდე დაგვიანება საპატიოდ ჩაუთვალოს 14 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვის მშობელს, თუკი იგი განაცდურ დროს აანაზღაურებს სამუშაო დროის დასრულების შემდეგ”. |
2.
მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და დღის განმავლობაში გასვლის აღრიცხვა წარმოებს სპეციალური ტექნიკური საშუალებით.“ |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|