საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1722
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) ასპინძის მუნიციპალიტეტში ვანის ქვაბთა მამათა მონასტერსა და წუნდის ტაძართან მისასვლელი გზების რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა ;
ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი : 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან ;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებ ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულები ს ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელ ება .
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი