|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ივლისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 08.08.2018წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს დებულება ადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (შემდგომში ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. |
2.
ვებგვერდის დანიშნულებაა: |
ა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; |
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. |
3.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.tsalenjikha.gov.ge.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 03.04.2015წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 03.07.2018წ. |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირება |
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება; |
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: |
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; |
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; |
გ)
ინფორმაციის განთავსებას; |
დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოსათვის; |
ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. |
მუხლი 3.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი |
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. |
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. |
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია: |
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; |
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; |
გ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; |
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები; |
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; |
ვ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. |
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: |
ა)
მუდმივად განახლებადი; |
ბ)
ყოველკვირეული; |
გ)
ყოველთვიური. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება |
1.
მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ წალენჯიხის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საორგანიზაციო განყოფილებისათვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად. |
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება. |
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია: |
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ. |
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ. |
გ)
ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ. |
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
მუხლი 5.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა |
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია: |
ა)
მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები); |
ბ)
მუნიციპალიტეტი; |
გ)
თვითმმართველობა; |
დ)
საჭირო ინფორმაცია; |
ე)
კონტაქტი. |
მუხლი 6.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა |
1.
ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: |
ა)
ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი; |
ბ)
სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა); |
გ)
ადმინისტრაციულ-ტერტორიული დაყოფა (სოფლების მითითებით); |
დ)
ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები); |
ე)
ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები); |
ვ)
ინფრასტრუქტურა; |
ზ)
კულტურა და სპორტი (თეატრები და კუტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები); |
თ)
განათლება (უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები); |
ი)
ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დამხარების სადგურები, აფთიაქები); |
2.
თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: |
ა)
საკრებულო: |
ა.ა)
თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი); |
ა.ბ)
მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი); |
ა.გ)
საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა); |
ა.დ)
საკრებულოს ფრაქციები; |
ა.ე)
საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა); |
ა.ვ)
საკუთრების უფლების აღიარების კომისია (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა); |
ა.ზ)
აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით); |
ა.თ)
ანგარიში. |
ბ)
სამართლებრივი აქტები: |
ბ.ა)
კანონმდებლობა (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები; |
ბ.ბ)
დადგენილებები; |
ბ.გ)
საკრებულოს განკარგულებები; |
ბ.დ)
ნორმატიული აქტების პროექტები ( საკრებულოს დადგენილებათა პროექტები); |
გ)
ბიუჯეტი; |
დ)
მუნიციპალური პროგრამები; |
ე)
აუქციონები და კონკურსები: |
ვ)
ვაკანსიები. |
3.
საჭირო ინფორმაციაში თავსდება საქმიანი ცნობარი და სასარგებლო ბმულები. |
4.
კონტაქტის განყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები. |