|
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1–ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2–ის შესაბამისად. |
მუხლი 3.
ამოღებულია |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ.
|
| მუხლი 31 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №4).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. |
2.
წინამდებარე წესი არეგულირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირებასაჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა, გამოქვეყნების ადგილი და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები |
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას:
ა) ელექტრონული ფორმით - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე; ბ) (ამოღებულია - 27.04.2018, №19); 2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის დაწესებულებების ვებ-გვერდებზე. 3. (ამოღებულია - 27.04.2018, №19). 4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრული პირი. 5. (ამოღებულია - 27.04.2018, №19). 6. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.02.2016წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ. |
მუხლი 3.
ინფორმაციის გამოყენება |
1.
ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. |
2.
ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
3.
ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. |
4.
ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება |
1.
(ამოღებულია - 27.04.2018, №19). |
2.
პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. |
3.
პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. |
4.
პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. |
მუხლი 5.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია |
ვებგვერდზე სავალდებულოა გამოქვეყნდეს ამ დადგენილების N4 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.02.2016წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ. |
დანართი №2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის გაცემა |
1.
საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. |
2.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის მიხედვით. |
3.
თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის თაობაზე განცხადებას, ფიზიკური პირების შემთხვევაში, უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად იურიდიული პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება |
1.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: |
ა)
ინფორმაციის მომთხოვი პირის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მის მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; |
ბ)
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; |
გ)
პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. |
2.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
|
მუხლი 5.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები |
1.
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელ. განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. |
2.
ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. |
3.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. |
4.
მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ. |
დანართი №3
ამოღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ. |
დანართი №4
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.03.2018წ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 03.05.2018წ. |