„ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი”

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016161
„ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი”
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

   „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს    კანონის  გათვალისწინებით   და  „საჯარო  დაწესებულებებში პრემიის  ოდენობის  განსაზღვრის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს   მთავრობის  2014  წლის  15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს,   ახალციხის   მუნიციპალიტეტში   პრემიის   ოდენობის   განსაზღვრის   წესი   დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



ახალციხის მუნიციპალიტეტში

პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს  წესი  განსაზღვრავს  ახალციხის  მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება № 4 8 - ვებგვერდი, 01.12.2014წ.


მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო,რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლაბამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი  სამსახურისთვის ან/ და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის.  პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში  დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო  დაწესებულებაში   სამუშაოს        შეფასების  სისტემის  არსებობის  შემთხვევაში)  ან/და დასაბუთების საფუძველზე.   დასაბუთებაში  უნდა  მიეთითოს  გასაცემი  პრემიის  ოდენობა,  მისი  პროცენტული  მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის  მიზნებია, საჯარო  დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების  და მოტივაციის  გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება № 4 8 - ვებგვერდი, 01.12.2014წ.


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის  საკითხის ინიცირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
2. პრემიის გაცემის  შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და  გამგეობაში სხვა დასაქმებულ პირთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის და აპარატში დასაქმებულ პირთა  მიმართ - საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება № 4 8 - ვებგვერდი, 01.12.2014წ.

 


მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში  დასაქმებულ პირებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია  შესაძლებელია  გაიცეს,  ასევე,  არა უმეტეს  წელიწადში  სამჯერ,  საქართველოს  შრომის  კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4.  ამ  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტებით  დადგენილი  წესიდან  გამონაკლისის  დაშვება  შესაძლებელია „საჯარო  დაწესებულებებში   პრემიის  ოდენობის  განსაზღვრის  წესის  დამტკიცების  შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით   დამტკიცებული წესის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება № 4 8 - ვებგვერდი, 01.12.2014წ.



კრებსითი — სრული ვერსია