|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2012; 470230000.22.035.016145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმები (დანართი №8) და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმების წარმოების წესი და ვადები (დანართი №9).”; |
ბ)
ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომში - ცენტრი), სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები №1; N2; №3; №4; №5; №6; №8 და №9);“; |
გ)
ბრძანებას დაემატოს დანართი №8 (ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმები) და დანართი №9 (ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმების წარმოების წესი და ვადები) თანდართული რედაქციით. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|