|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი” დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების (გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების) და სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ მოსამსახურეთა მიმართ პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. |
მუხლი 3.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი |
1.
პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. |
2.
პრემიის გაცემა ხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა |
1.
ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
2.
პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. |
3.
საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. |
4.
პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). |
2.
გადაწყვეტილებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეების) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. |
3.
პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. |