|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მე-3 ნაწილის, 44-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების თანდართული წესის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელაბასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 397.5 ლარით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 03.07.2015წ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.09.2015წ.
|
| მუხლი 2 |
საკრებულოს წევრს პირველ მუხლში აღნიშნული თითოეული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის შეიძლება დაუკავდეს ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
ა. საკრებულოს გეგმური სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი; ბ. საკრებულოს კომისიის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი; გ. საკრებულოს ფრაქციის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი; დ. ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი; ე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ამომრჩეველთა მიღების დღის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 03.07.2015წ. |
| მუხლი 3 |
საკრებულოს აპარატის უფროსი აწარმოებს საკრებულოს თითოეულ წევრის მოვალეობების შესრულების ფაქტობრივი მონაცემების აღრიცხვის და ყოველი თვის წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით ( თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს) - მომდევნო სამუშაო დღეს. და საკრებულო თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველძე საკრებულოს თავმჯდომარე ყოველი თვის არაუგვიანეს 21 რიცხვისა ( თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) - გამოსცემს ბრძანებას თითოეული საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ. |
| მუხლი 5 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ყოველთვიურად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დარიცხვას. |