„მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
571
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-30
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.018191
„მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №571

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №211 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 19/08/2013, 280120000.10.003.017378) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ვ“ ,,კ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე:“.

2.  დადგენილებით   დამტკიცებული   პროგრამის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) უზრუნველყოფს კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების გადახდას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია