შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.057.016181
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №28

2014 წლის 23 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი  შემადგენლობით:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.11.2015წ.

2. საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
ბ) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
გ) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
დ) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
ე) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
ვ) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
ზ) ხათუნა ფაღავას – ა(ა)იპ საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანვითარების ქართული ასოციაცია „გენეზისის“ წარმომადგენელს;
თ) ნინო ჩხაიძეს – ა(ა)იპ ,,Art Way“–ს წარმომადგენელს;
ი) თემურ კაკაბაძეს – ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ წარმომადგენელს;
კ) თამაზ მჟავანაძეს – ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის’’ წარმომადგენელს;
ლ) ნანა საყვარელიძეს - ა(ა)იპ სამედიცინო ცენტრი ,,თანას’’ წარმომადგენელს;
მ) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
ნ) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
ო) (ამოღებულია - 18.11.2015, №19);
პ) ციალა ქათამიძეს – ა(ა)იპ ,,ბორჯღალის“ წარმომადგენელს.
3. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება თანახმად დანართისა.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.11.2015წ.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე



 დანართი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე

მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საბჭო იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით.

 2. საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო.


მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება;

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების  სფეროში  პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების სფეროში  საკანონმდებლო წინადა­დე­ბე­ბისა და ინიციატივების განხილვა და შესაბამისი დასკვნე­ბის მომზადე­ბა;

დ)  სხვა პირთა თანაბრად  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის, მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ხელშეწყობა.


მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი
საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან  საბჭოს  ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ნებისმიერი ინ­ფორ­მაცია;

ბ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში შეიმუშაოს რეკომენდაციები;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.


მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს შემადგენლობაში, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელი (მინისტრი) ან ხელმძღვანელის რომელიმე მოადგილე (მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის სახით), რომელიც საბჭოს წევრის სტატუსით უფლებამოსილია დაესწროს საბჭოს სხდომებს.

2. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ (სამ თვეში ერთხელ პერიოდულობით).

3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს ხელმძღვანელობს მოადგილე.

5. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა (სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე ან მოადგილე), აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

6. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენასა და საბჭოს მოწვევის ორგანიზაციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს მიერ, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.


მუხლი 5. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდო­მებზე.

2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე­თა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.



კრებსითი — სრული ვერსია