ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.142.016100
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
(ძალადაკარგულია - 29.01.2015; №1)

 

      ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2014 წლის 25 სექტემბერი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა, თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 22 აპრილის „საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’ №4 დადგენილება, (სსმ, ვებგვერდი,  30. 04. 2013 წ. ).

 

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი



 დანართი
საკრებულოს წევრის  მოვალეობების შესრულებასთან  დაკავშირებული

 ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)


 

 

№

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის,  ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

საკრებულოს   წევრი

300

 



კრებსითი — სრული ვერსია