|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–2 და და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართის N1–ის შესაბამისად. (დანართი N1 თან ერთვის)
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №11 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 06/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016011). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
შიდა აუდიტის სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების (შემდგომში - შიდა აუდიტის ობიექტები) საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას. 3. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 4. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური. 5. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისგან.(მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 6. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 7. სამსახური უშუალოდ ექვემდებარება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ფუნქციურად დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა. 8. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 9. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 10. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი №45. 12. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №51 - ვებგვერდი, 09.08..02.2017წ.
|
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები |
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. |
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მერის ან/და შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისათვის წარდგენა; დ) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; თ) რესურსების გამოყენების შეფასება, ეკონომიურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის კუთხით და რეკომენდაციების შემუშავება, ხარჯთეფექტურობის გასაუმჯობესებლად; ი) მერიის სისტემაში და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება; კ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ლ) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება; მ) შიდა აუდიტის ობიექტის კონტრაქტორების, დაფინანსებაზე მყოფი სხვა პირების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების ან/და შიდა აუდიტის ობიექტისაგან მიღებული სახსრების კანონიერად ხარჯვის მონიტორინგის/აუდიტის განხორციელება; ნ) სამართალდარღვევების, სამსახურებრივი გადაცდომების და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ინსპექტირების ჩატარება; ო) თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოკვლევა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების გზით, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისთვის წარდგენა; პ) მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ჟ) საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; რ) საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; („რ" ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) ს) მერის ცალკეული დავალებების შესრულება. 2. სამსახური აწარმოებს სამუშაო დოკუმენტაციის (მიმოწერა, ანგარიშები, რეკომენდაციები, შემუშავებული პროექტები, სხვა სახის კორესპონდენცია და ა.შ.) სისტემატიზაციას (ფიზიკური ან/და ელექტრონული ფორმით, ქრონოლოგიური, თემატური ან სხვა ნიშნით) და შენახვას. დოკუმენტაციის სისტემატიზაციის მიზანია საჭიროების შემთხვევაში, ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისა და მონიტორინგის, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების ამსახველი და სხვა ცალკეული დოკუმენტის დროული მოძიება, სამსახურებრივი ანგარიშების მომზადებისა და სტატისტიკის წარმოების გამარტივება, მონიტორინგისა და სხვა ფუნქციამოვალეობების შესრულების ხელშეწყობა და გაადვილება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №51 - ვებგვერდი, 09.08.2017წ.
|
მუხლი 4.
სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელება |
1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელების მეშვეობით.
2. რისკების შეფასების საფუძველზე სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს მერთან შეთანხმებით: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მერს. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამსახურის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას ადგენს სამსახურის უფროსი და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მერს. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, გამოსცეს ბრძანება არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ. 4. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება. 5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. 6. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და ამტკიცებს მერი. 7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე. 8. შიდა აუდიტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ)გაცემული რეკომენდაციებისა და დამტკიცებული ინსტრუქციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი. 9. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს სამსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მერის დავალება ან/და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, შიდა აუდიტორული დავალებები ან მითითებები. 10. სამსახურის უფროსის მიერ შემუშავებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, ფარგლები, აუდიტის სახე, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდება და სხვა. 11. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის: ა) სისტემური აუდიტი; ბ) შესაბამისობის აუდიტი; გ) ეფექტიანობის აუდიტი; დ) ფინანსური აუდიტი; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. 12. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 13. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით. 14. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად. 141. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. 142. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. 143. შიდა აუდიტის სამსახური საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის. 144. თუ შიდა აუდიტის სამსახური და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სამსახური შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მერს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას. 15. სამსახურის უფროსი მერს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. 16. სამსახურის მიერ ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს პრევენციული მიზნებითაც, საკითხის შერჩევითი გადამოწმების გზით. 17. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების, გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მერი სამსახურის უფროსის წარდგინებით. ა) ინსპექტირების ჩატარების ვადები, შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის – სამსახურის უფროსის წარდგინებით, მერის გადაწყვეტილებით; ბ) ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა; გ) ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მერს; დ) ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურიდიულ პირს, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება; ე) ინსპექტირების დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად. (მე-17 პუნქტისა და „ა-ე" ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 18. ინსპექტირება ხორციელდება ასევე აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შიდა აუდიტის ობიექტის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მეშვეობით. 19. სამსახური შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს მერს შესაბამისი რეაგირების მიზნით. 20. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელების მიზნით, სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად. 21. შიდა აუდიტის ობიექტი (ობიექტის მოსამსახურე) ვალდებულია შიდა აუდიტის ან/და მონიტორინგის განხორციელების პროცესში წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით სამსახურს წარუდგინოს ახსნაგანმარტება. 22. სამსახური თავისი ფუნქციების შესრულების დროს უფლებამოსილია: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან; ბ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისგან რომლებიც არ არიან მერიის ან/და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები; დ) ინსპექტირების და შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ე) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სათანადო წესით დაუკვეთოს შესაბამის იურიდიულ პირებს ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება; ზ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №51 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. |
თავი III
სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები
|
მუხლი 5.
სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები |
1.სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
(პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას; დ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და მუშა ჯგუფის წევრების რაოდენობას; ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ვ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს; ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ი) მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას; კ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; ლ) სამსახურის თანამდებობის პირებს აძლევს შესაბამის დავალებებსა და მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; მ) დადგენილი წესით მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, სავალდებულო მითითებებს; ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; პ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი; ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; რ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; რ1) მერს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ; („რ1"ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) ს) ესწრება მერის თათბირებს; ტ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში; უ) სამსახურის ერთერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციის შესრულებას, რომელიც ასევე ახორციელებს სამსახურებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაციას. ფ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს. (მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის დადგენილება № 6 7 - ვებგვერდი, 25.11.2014წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №51 - ვებგვერდი, 09.08.2017წ. |
მუხლი 6.
სამსახურის თანამშრომლების (შიდა აუდიტორების) უფლება-მოვალეობები |
1. სამსახურის თანამშრომელი (შიდა აუდიტორი) უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიოს შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში. 3. შიდა აუდიტორი ვალდებულია: ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან, მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის დადგენილება № 6 7 - ვებგვერდი, 25.11.2014წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. |
მუხლი 7.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) ინსპექტირების განყოფილება. 3. ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია: ა) შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი ფუნქციონირებისა და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა; გ) ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან; დ) საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი; ე) პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვითა და არაეფექტური, არაეკონომიური გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს; ზ) რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების ინსპექტირების განყოფილებასთან ერთად შემუშავება; თ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან. 4. ინსპექტირების განყოფილების ფუნქციებია: ა) შიდა აუდიტის ობიექტებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ბ) შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; გ) შიდა აუდიტის ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი; დ) შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა; დ1) უზრუნველყოს მერიის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით დადგენილი წესით; („დ1"ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) ე) შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება; ვ) შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს; თ) სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მერიის შესაბამისი ერთეულების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; ი) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან. 5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. (მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 25.11.2014წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.02.2016წ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №51- ვებგვერდი, 09.08.2017წ.
|
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 8.
სხვა დებულებები |
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|