|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №36 დადგენილების /სსმ matsne@justice.gov.ge 19.09.2014. 010250050.35.123.016246/ დანართში შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების დანართის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისათვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.“ |
2.
დადგენილების დანართის მე–15 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტესტირების გადასალახად აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს კომისია.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 24 სექტემბრიდან. |
|