„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2657-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-02
სარეგისტრაციო კოდი
360000000.05.001.017510
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;“;

ბ) „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N2657-Iს

კრებსითი — სრული ვერსია