საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2661-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-02
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.017506
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2891 მუხლი:

 

„მუხლი 2891. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.

2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების ჩამორთმევით.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N2661-Iს

კრებსითი — სრული ვერსია