შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №47 დადგენილებაში, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების (დანართი № 1) მე-10 მუხლის (კონკურსის გამოცხადება) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
2. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. “
|