|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესი თანდართული ფორმით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა
და მისი გაცემის წესი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
|
მუხლი 2.
პრემიის გაცემის საფუძველი |
1.
პრემია გაიცემა მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. |
2.
პრემია გაიცემა მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგენისა და დასაბუთების საფუძველზე. |
3.
დასაბუთება უნდა შეიცავდეს პრემიის ოდენობას, მის პროცენტულ მიმართებას პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაციას შესრულებული სამუშაოსა და მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1. გამგეობის მოხელეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, ხოლო საკრებულოს მოხელეებზე – საკრებულოს თავმჯდომარე.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 21.01.2015წ.
|
მუხლი 4.
პრემიის გაცემის ოდენობა და პერიოდულობა |
1.
მუნიციპალიტეტის მოხელეზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
2.
მოხელეზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. |
3.
პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. |
4.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ზემდგომი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.
|