დამტკიცდეს:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1–ის შესაბამისად;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2–ის შესაბამისად;
გ) სავიზო განაცხადის შევსების წესი ამ ბრძანების დანართი №3–ის შესაბამისად.
|