„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.133.016127
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 18 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03.09.2014წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016109) დამტკიცებულ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“-ში შეტანილი იქნეს  შემდეგი ცვლილება:

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლს დაემატოს „ე“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საპრემიო კომისია - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოში შექმნილი კომისია, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას.“;

  ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემდგომ თანამდებობის პირებზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემია გაიცემა საკრებულოსა და გამგეობაში შექმნილი საპრემიო კომისიის შესაბამისი ოქმის საფუძველზე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 19 სექტემბრიდან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე

კრებსითი — სრული ვერსია