„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
748
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-01
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016364
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №748

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის - „112“-ის, მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ან დაკავშირების სხვა ალტერნატიული არხების მეშვეობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია