საქართველოს კანონი
„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27(34), 1999 წელი, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა;“.
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საზოგადოებრივი, რელიგიური და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 დეკემბერი.
№3981–რს