შევიდეს ცვლილება ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №199 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 27/08/2013; 010250020.35.160.016183) და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11
ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ნაცვლად დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნისა, ჩარიცხვა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგნოდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით.“.
|