შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებით (ვებგვერდი, 11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016148) დამტკიცებულ დანართში:
ა) პირველი მუხლის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების, გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შურა ლაბაძე (პირადი N47001026021)“.
|