სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლისათვის ბეჟან ხარაიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
129/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016864
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლისათვის ბეჟან ხარაიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №129/ნ

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლისათვის ბეჟან ხარაიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ  სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, გარდაცვლილი საერო პირის - ბეჟან ხარაიშვილის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

11

 

 

ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა

 

სოფელი ჭალოვანი

 

დაწ-საბ-საშ

 

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია