საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №658
1997 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. ლომთაძის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის პერიოდის ამსახველი მასალების პრესაში ფართოდ, ოპერატიულად და მაღალ პროფესიულ დონეზე გაშუქებისათვის, ხსოვნის წიგნის „უკვდავების“ გამოცემის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ჟურნალ „მეომრის“ კორესპონდენტი ზემდეგი ნარგიზა ლომთაძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე