„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით (ვებგვერდი, 110516011, 18/05/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ბარათის მფლობელის მიმდინარე, ასევე კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ემიტენტი ვალდებულია სადებეტო/საკრედიტო ბარათების (ვირტუალური ბარათის შემთხვევაში ბარათის რეკვიზიტების) გადაცემამდე მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული ბარათების გააქტიურებამდე (მისი საშუალებით ოპერაციების განხორციელებამდე) სავალდებულოა ბარათის მფლობელის სახელზე მიმდინარე/საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა.“.
|