„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნერივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის N84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.025.016152
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნერივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის N84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №98

2014 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №84 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

კრებსითი — სრული ვერსია