|
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/02/2014; 190020020.35.146.016055) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: ,,მუხლი 131. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების დახმარება 1. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|