|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. კონტროლი მართვის სისტემის საქმიანობაზე მართვის სისტემის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|