|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 11 |
ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №36 – ვებგვერდი, 08.10.2014წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №13 დადგენილება (ვებგვერდი, 01/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016098). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) |
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების,ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება 400 ლარით. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემების გათალისწინებით. ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოქალქეთა მიღების, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ მონაცემები, რომელსაც საკრებულოს წევრი მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, თვის განმავლობაში არსებული მდგომარეობით, რომელშიც აისახება საკრებულოს ორგანოთა სხდომების რაოდენობა, საკრებულოს წევრის მონაწილეობა (დასწრება), აგრეთვე მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ ინფორმაცია. 4. საკრებულო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის (დასწრების) და/ან მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების ფაქტობრივი მონაცემები (აქტივობა) მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების ფაქტობრივი მონაცემებისგან (აქტივობისაგან). 5. საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №39 – ვებგვერდი, 27.10.2014წ. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას ყოველთვიურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №39 – ვებგვერდი, 27.10.2014წ. |