თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016108
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.01.2018, №8)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №16 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016101 ვებგვერდი, 11/08/2014 ).
მუხლი 3
ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე



დანართი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 05.12.2017წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება


მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ( შემდგომში – მერია ) სამსახური ( შემდგომში – სამსახური ), რომელიც ახორციელებს მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ , იურიდიულ , დოკუმენტალურ , ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას , ადამიანური რესურსების მართვას , კადრების საქმის წარმოებას ; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას .

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის   შემადგენლობაში შედის :

ა ) სამსახურის ხელმძღვანელი ;

ბ ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ;

გ ) მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება ;

დ ) სამსახურის მოხელეები .

2. სამსახური   საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი სამუშაოთა აღწერილობით .

3. სამსახურის   განყოფილება შედგება გაყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან .

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით .

5. განყოფილების მოხელეების უფლება - მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით , განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,, საჯარო სამსახურის შესახებ " კანონის შესაბამისად .

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

1. მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას .

2. თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას .

3. მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათი განაწილებას დანიშნულებისამებრ .

4. საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას , მათი შესრულების კონტროლს .

5. სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას ; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას .

6. ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას .

7. საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას .

8. საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას .

9. გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის , ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან .

10. მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ ერთი ფანჯრის “ პრინციპის დაცვით .

11. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას , ინფორმაციის გამოქვეყნებას პროაქტიულად , მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით .

12. სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან , ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან , საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას .

13. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას .

14. ოფიციალური დელეგაციების მიღებას , საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას .

15. მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას .

16. დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას .

17. მოქმედი კანონმდებლობით , გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 4. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას აქვს ბეჭედი , უზრუნველყოფს :

ა ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას ;

ბ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებასა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა - წარმოებას ;

გ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას ;

დ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , გათავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას ;

ე ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას ;

ვ ) მერიის ერთიანი საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument- ის მეშვეობით ;

ზ ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას ; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას ;

თ ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის ; დავალებების სათანადოდ გაფორმებას ;

ი ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას ;

კ ) გასული დოკუმენტების გაგზავნას ;

ლ ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად ;

მ ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას ; ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას ;

ნ ) საქმისწარმოებაში ბეჭდების , შტამპების , ბლანკების სათანადო გამოყენებას ;

ო ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე ;

პ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას ;

ჟ ) მერიის სამსახურების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ;

რ ) მერიის სამსახურების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას ;

ს ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას ;

ტ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის , სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას , მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას ;

უ ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს , კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას ; მათი მომზადების , გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას ; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას ; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას ; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების ( კვალიფიკაციის ) ამაღლების კურსების გავლაზე , სწავლების ეფექტურობის შემოწმებას ;

ფ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 5. მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება

მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა ) ინფორმაციის მიწოდებას მერის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ;

ბ ) წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს მერთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ ;

გ ) საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას ;

დ ) მერის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას ;

ე ) დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას ;

ვ ) მოქმედი კანონმდებლობით , გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 6. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი , რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში . მერის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი .

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი .

4. მერის წარმომადგენელი :

ა ) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ ;

ბ ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას ;

გ ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას ;

დ ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას ;

ე ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის , აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს ;

ვ ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის , დასახლებების ქუჩების , მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ;

ზ ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია , ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

 

 


კრებსითი — სრული ვერსია