თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016112
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.01.2018, №6)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე



დანართი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 05.12.2017წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური ( შემდგომში – სამსახური ) არის მერიის სამსახური , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვასა და ორგანიზებას , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება / განხორციელებას და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფას . მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობასა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას ; ტერიტორიის დასუფთავებაზე , გამწვანებაზე და გარე განათებაზე ზედამხედველობას , გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას ; მყარი ( საყოფაცხოვრებო ) ნარჩენების შეგროვებასა და გატანაზე კონტროლს ; მიწისქვეშა და მიწის ზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირებას შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით ; შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას ; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას , საგზაო მოძრაობის ორგანიზებას , ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა - გაჩერების წესების რეგულირებას ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას ; შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ; სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა - პატრონობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობას .

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდებით .

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის შემადგენლობაში შედის :

1. სამსახურის ხელმძღვანელი ;

2. ინფრასტრუქტურის განყოფილება ;

3. სამსახურის მოხელეები .

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას .

2. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა - პატრონობაზე ზედამხედველობას .

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას ; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას ; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე .

4. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას .

5. წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების , ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე .

6. ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებაზე ზედამხედველობას .

7. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების , რეაბილიტაციისა და განვითარების საკითხების კოორდინაციას .

8. ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა , მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა . თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება . ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა , საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადება და განხორციელებსა .

9. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა , შესაბამისი პროგრამების მომზადება , პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობსა და კოორდინაციას .

10. გამწვანების , გაფორმების , გარეგანათების , შუქნიშნების , შადრევნების , სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და კოორდინაციას .

11. შიდა სარგებლობის გზების , ხიდების , გვირაბების , მიწისქვეშა გადასასვლელების , მდინარეთა სანაპირო , საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის , სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობას და კოორდინაციას .

12. მიწისქვეშა და მიწის ზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირებას შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით .

13. ქუჩებსა და მოედნებზე , საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით , საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე , მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადებასა და კოორდინაციას .

14. ელექტრომომარაგების , გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით , წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობას ; წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით , წინადადებების მომზადებასა და განხორციელების ხელშეწყობას , კომპეტენციის ფარგლებში .

15. ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება : ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გვირაბების , მიწისქვეშა გადასასვლელების , მდინარეთა სანაპირო , საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ; გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების ; მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის ; მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის , ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვის , მშენებლობის და განვითარების ; ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების , ტერიტორიების გამწვანების , გაფორმების , გარე განათების , შუქნიშნების , შადრევნების , სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხებში .

16. შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება „ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად .

17. გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებას .

18. შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობას .

19. სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა - პატრონობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობას .

20. კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას , დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრას , შესაბამისი პროექტების მომზადებას .

21. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელი

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით .

2. სამსახურის ხელმძღვანელი არის სახარო მოხელე , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,, საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .

3. სამსახურის ხელმძღვანელი :

ა ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის ;

ბ ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს ;

გ ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ; სამსახურის მოხელეების წახალისების , დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების , შვებულების , სამსახურებრივი მივლინების , პროფესიული განვითარების შესახებ ,, საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .

დ ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს , ფორმებსა და მეთოდებს ; სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;

ე ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;

ვ ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ;

ზ ) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ;

თ ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსხურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი .

მუხლი 5. ინფრასტრუქტურის განყოფილება

ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს :

1. ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროში მომსახურების , რეაბილიტაციისა და განვითარების საკითხების კოორდინაციას ;

2. წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვის , მშენებლობის და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ; საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას ;

3. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის და სხვა ობიექტების , ასევე მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ;

4. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა - პატრონობაზე ზედამხედველობას ;

5. კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას ;

6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელის უფლება - მოვალეობები განისაზღვრება „ საჯარო სამსახურის შესახებ “ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით .

2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს :

ა ) სამსახურის მოხელეს უფლება აქვს , ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურეობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ - ტექნიკური საშუალებები .

ბ ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან , სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან ;

გ ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად , საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება , მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით ;

დ ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები ;

ე ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება ;

ვ ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით ;

ზ ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები ;

თ ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები ;

ი ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღით ;

კ ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით .

3. სამსახურის მოხელე მოვალეა :

ა ) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ;

ბ ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები ;

გ ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი ;

დ ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები ;

ე ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები ;

ვ ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას , არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება ;

ზ ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები .

მუხლი 7. სამსახურის უფლება - მოვალეობები

1. სამსახურს უფლება აქვს :

ა ) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან , მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან , თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით , დადგენილი წესით ;

ბ ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე , აუცილებლობის შემთხვევაში , დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ , კომპეტენციის ფარგლებში ;

გ ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში , კომპეტენციის ფარგლებში ;

დ ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე , კომპეტენციის ფარგლებში ;

ე ) მონაწილეობა მიიღოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში , კომპენტენციის ფარგლებში ;

ვ ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან , იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით ;

ზ ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება , რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან .

2. სამსახური ვალდებულია :

ა ) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე ;

ბ ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები , უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება ;

გ ) ანგარიში წარუდგინოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ ;

დ ) დაიცვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი .

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

სამსახურის რეორგანიზაცია , ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .


კრებსითი — სრული ვერსია