ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2017-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016211
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 30.11.2017, №22)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი N1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიტარიელ ბაკურაძე



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის  პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს   ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა ) წევრთა ( შემდგომში – საკრებულოს წევრი ) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს .

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 5 წლის 6 იანვრის დადგენილება № 03 - ვებგვერდი, 09 . 01 .201 5 წ.


მუხლი 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საფუძველია საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , საკრებულოს ფრაქციების , საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში ფაქტობრივი დასწრება და ამომრჩევლებთან შეხვედრები .

2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს წევრის   საკრებულოს , საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების , საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების სხდომებზე ფაქტობრივი დასწრების ( თითოეულ სამუშაო დღეზე ) მონაცემების და ამომრჩევლებთან შეხვედრების საოქმო ჩანაწერის შესაბამისად .

3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს აპარატის უფროსი ყოველთვიურად ამზადებს   ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის  პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, მონაწილეობისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის თითოეულ სამუშაო დღეზე განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) ლარით, მაგრამ თვეში არაუმეტეს 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა.

5. საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობას თითოეული საკრებულოს წევრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) შესაბამისად.

6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, არაუგვიანეს ხარჯების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვისა უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 5 წლის 6 იანვრის დადგენილება № 03 - ვებგვერდი, 09 . 01 .201 5 წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.



კრებსითი — სრული ვერსია