გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2018-04-13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.148.016223
გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
 

(ძალადაკარგულია - 13.04.2018, №39)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 17.09.2015წ.


,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი
გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 17.09.2015წ.

 


მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 17.09.2015წ.


მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.

2. პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ – საკრებულოს თავმჯდომარე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 17.09.2015წ.


მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 17.09.2015წ.

 



კრებსითი — სრული ვერსია