|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №5 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010260010.35.148.016202) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ ქვეპუნქტი:
,,რ) სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელების აღნიშვნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|