„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.127.016140
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 11 სექტემბერი

ქ. ზესტაფონი     

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“  და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“  წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს  №29 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 27/08/2014; სარეგ. კოდი: 010250000.35.127.016129) დამტკიცებულ  №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

 1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“   წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს;

გ) მოქალაქეთა ჯგუფს “.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე

კრებსითი — სრული ვერსია