|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე” ქვეპუნქტის, 61-ემუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების დანართის №4 შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილება (სსმ130111,13/01/2011; სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35110016027). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოები |
|