მუხლი 1. სამსახურის ამოცანები
-
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური არის გამგეობის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვას, გამგეობის მიერ გაცემული ნებართვების განხორციელების ფარგლების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციებს მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და შესაბამისი სამართალდარვევის საოქმო წარმოებასა და შესაბამისად სამართლებრივ რეაგირებას.
-
სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონმდებლობის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
-
სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხის მიხედვით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
-
ზედამხედველობის სამსახური შედგება განყოფილებებისაგან.
-
სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელსაც კონკურსის წესის გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
-
სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით, რომლის თაობაზეც გამგებელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს. სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მისი შუამდგომლობით, მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, რომლის თაობაზეც გამოიცემა გამგებლის ან გამგებელთან შეთანხმებით სამსახურის უფროსის ბრძანება.
-
სამსახურის უფროსი გამგებლის დავალებით ადგენს სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის დოკუმენტს, ხოლო მისი დავალებით სამსახურის თითოეული მოსამსახურე ადგენს შესაბამისი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობებს ცალ-ცალკე და ერთიანად წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც აღნიშნულის ბაზაზე გამოსცემს ინსტრუქციას ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტთა სამუშაოების აღწერილობის შესახებ.
-
სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე მიღებისა და გათავისუფლების წესი, ასევე მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.02.2015წ.
მუხლი 3.სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ახორციელებენ:
გარემოს დაცვის, ვეტერინარულ და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება.
1. გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება
ა) გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას;
გ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადება, საჩივრების ვადების დაცვაზე კონტროლს და რეაგირებას;
დ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა და იურიდიული პირების საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;
ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას;
დ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან ერთად გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლს და დარღვევების გამოვლინებას;
ე) მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების დაცვაზე კონტროლს და რეაგირებას;
ვ) გამგეობის მიერ გაცემული სამშენებლო, გარემოს დაცვითი, საპროექტო და სხვა ნებართვების ფარგლების დაცვაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 09.02.2015წ.
მუხლი 4. სამსახურის კოორდინაციული ფუნქციები
ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მუდმივი კოორდინაციული ურთიერთობა იქონიოს გამგეობის შესაბამის სამსახურებთან იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც სხვა სამსახურების ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება. კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების დროს სავალდებულოა გამგეობის სხვა (შესაბამის) სამსახურებთან კონტრასიგნატურული შეთანხმება ისეთი ღონისძიებების განხორციელებისას, რომლებიც სამუშაოთა შესრულებისა და მიღება-ჩაბარებისა აქტების კანონიერებას უკავშირდება.
მუხლი 5. სამსახურის ანგარიშვალდებულება
-
სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის უმაღლესი ორგანოების წინაშე; ანგარიში წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს; გამგებლის მოთხოვნის ან დავალების არსებობისას, სამსახური ვალდებულია გამგებელს წარუდგინოს ყოველკვარტალური ან რიგგარეშე ანგარიში;
-
სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურის უფროსი შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
-
სამსახურის უფროსისა და ცალკეული მოხელის საქმიანობის შეფასებას ახდენს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი ინიციატივით ან საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
-
სამსახურის დებულებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამტკიცებს საკრებულო.
-
წინადადებას სამსახურის დებულებაში ცვლილების ან დამატების შეტანის თაობაზე გამგებლის წინაშე აყენებს სამსახურის უფროსი, ან კიდევ ცვლილებები ან დამატებები შეაქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს საკუთარი ინიციატივით;
-
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული წესის მიხედვით.
მუხლი 7 . სამსახურის დებულებაში ძალაში შესვლა
-
სამსახურის დებულება ძალაში შედის საკრებულოს მიერ დამტკიცების მომენტიდან. სამსახურის დებულების ამოქმედება ხორციელდება მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
-
სამსახურის დებულება ძალადაკარგულად ცხადდება ახალი დებულების ამოქმედების მომენტიდან.
|