|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1 -ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრების შეფასების ფორმა № 1 - დანართი № 2, გასაუბრების შეფასების ფორმა № 2 - დანართი № 3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი № 4. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 15.04.2015წ.
|
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს,მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (სასურველია Power Point-ისა და Outlook-ის ცოდნა); გ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა : გ.ა საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ გ.ზ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“. გ.თ)თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ი) თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.კ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 15.04.2015წ.
მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; დ) ჯგუფის მართვის და გუნდური მუშაობის გამოცდილება; ე) სასურველია უცხო ენების ცოდნა; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 15.04.2015წ.
მუხლი 3 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება გ) გუნდური მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია უცხო ენების ცოდნა; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 15.04.2015წ.
მუხლი 4 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და სავალდებულოა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და სათანადო უნარები. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 15.04.2015წ. |
დანართი 2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით.
1 - მიუღებელი, 2 - საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - მაღალი კვალიფიკაციის. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, ________:______________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): _________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა: ______________________. |
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - მაღალი კვალიფიკაციის.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: ________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა: _________________________________.
|
დანართი №4
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________. |