საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1531
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროსათვის საქართველოსრეგიონებშიგანსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმის პირველი ეტაპის –მულტიდისციპლინარული კომპლექსური კვლევებისა და შესაბამისი ფიზიკური სამუშაოების განხორციელების ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელიპროექტებისფონდიდან , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 570 000 (ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი