საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1510
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი