ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1497
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017601
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1497

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2498,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი გორი, სოფელი კარალეთი,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 66.46.21.216, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 547,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი გორი, სოფელი კარალეთი,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 66.46.24.008, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 58251,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ხეივანი დავით აღმაშენებელი, მე-12 კმ. (ნაკვეთი 06/539), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 01.72.14.006.539, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საპატრიარქოს) (ს/ნ 204395537) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 15643,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ყაზბეგი, სოფელი სნო,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 74.02.12.081, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია