|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის №5 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.(ს.ს.კ 010260020.35.154.016080) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებასა და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის და კორექტირებული გეგმის მომზადებას და სახელწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას (e-PLANგეგმა); |
გ)
ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას, გამოქვეყნებას და ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას; |
დ)
სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით მიმწოდებელ ორგანიზაციებთან დასადები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; |
ე)
მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; |
ვ)
გამარტივებული შესყიდვის პროცედურების განხორცელებას, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას , ბაზრის კვლევას , ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და ხელშეკრულების პირობების შესრულებას და კონტროლს; |
ზ)
მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; |
თ)
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
თავი II
სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. |
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით, ამ დებულებით და შესყიდვების სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მოხელე. |
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულების შესაბამისად. |
მუხლი 4.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
სამსახურის მთავარი სპეციალისტი დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის მომზადებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად; |
გ)
შესყიდვების გეგმის სისტემაში რეგისტრაციას (e-PLAN გეგმა) და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპელიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე მასში სათანადო ცვლილების გატარებას; |
დ)
გამარტივებული შესყიდვისათვის საჭირო ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და ერთიან ელექტონულ სისტემაში ატვირთვას (CMR) ფინანსური ოპერაციების ფაქტობრივი ჩვენებით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. |
ე)
ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას. |
ვ)
სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და წერილების მომზადებას, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას. |
თ)
სამსახურში შემოსული წერილის საპასუხოდ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და პასუხის გაგზავნას შესაბამის ადრესატთან. |
ი)
ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას. |