|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის №4 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ 010260020.35.154.016122) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; |
ბ)
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის
უფლებამოსილებათა განხორციელების კონტროლი ;
|
გ)
მუნიციპალური ჯანდაცვის საქმიანობის კონტროლი ;
|
დ)
უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
ე)
წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
ვ)
უსახლკაროთა რეგისტრაციას;
ვ1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ბაზის შექმნა, მათი პრობლემების შესწავლა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებათა დაცვა. |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება N12 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. |
თავი II
სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში მთავარი სპეციალისტისაგან. |
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მოხელე. |
3.
სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო მისი ფუნქციები - შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. |
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 4.
მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში |
1. მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება N12 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. |
მუხლი 5.
მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში |
1. მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) უმუშევართა რეგისტრაციას.
დ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა სოციალური დახმარებისა და სხვა შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება.
ე) ომის ვეტერანთა საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება N12 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. |