სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-1239/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2014-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-10
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1239/ო

 

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის  შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი №1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:       

1. გაიცეს შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრზე“ (მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ბორითი) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი, №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ბორითი) ხელმძღვანელის ნუგზარ ბოლქვაძის განცხადება №77746, 28. 07. 2014 წ.;  ადგილზე შემოწმების აქტი №64, 01.09.2014 წ.;

ზეპირი მოსმენის ოქმი №10, 03.09.2014 წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                   გია თვალავაძე

კრებსითი — სრული ვერსია