ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2016-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.105.016169
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
 (ძალადაკარგულია - 29.12.2016, №31)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია



დანართი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მშენებლობის  სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახური
  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის შესრულებაზე კონტროლს;
  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
  3. სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
  4. სამსახურს გააჩნია  ბლანკი და   ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის  სამსახური.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
  1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
  2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

        ა) საორგანიზაციო  განყოფილება;

        ბ) საპროექტო – სახარჯთაღვრიცხვო განყოფილება;

        გ) ინსპექტირების განყოფილება;

  1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
  2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
  3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
  4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
  5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის შესრულებაზე ინსპექტირებას , მიღება - ჩაბარებას და კონტროლს ;

ბ ) შემსრულებელი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლასა და ვიზირებას ;

გ ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობზე შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე   არსებული პრობლემების შესწავლას ;

დ )   შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირებას ;

ე ) საპროექტო - სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე ინსპექტირებას , მიღება - ჩაბარებას ;

ვ ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ;

ზ ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამისობაში მოყვანას ;

თ ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას , მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე ;

ი ) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებას და შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას ;

კ ) შიდა სამსახურებრივი წერილების , აქტებისა და სხვა დოკუმენტაციების კონტროლს ;

ლ ) მოქმედი კანონმდებლობით , გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 12.08.2016წ.


მუხლი 4. სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საორგანიზაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს;

ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, აღრიცხვას და ელექტრონული ბაზის შედგენას;

გ) შემოსული კორესპოდენციების რეგისტრირებას და ელექტრონული ბაზის შედგენას;

დ)შემოსულ კორესპოდენციებზე კონტროლს;

ე) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;

ვ) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონტროლს;

ზ)შესრულებულ სამუშაოებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამის სამსახურებზე და კონტროლს;

თ) შიდა სამსახურეობრივი წერილების, აქტებისა და სხვა დოკუმენტაციებზე კონტროლს.      

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 5. სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღვრიცხვო  განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღვრიცხვო  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს;

ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წარმოდგენილი სამშენელო დოკუმენტაციის შესწავლას, ვიზირებას;

გ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

დ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამოსობის კონტროლს.

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის ინსპექტირების  განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ინსპექტირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;

ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ვიზირებას;

გ) რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ახლად აშენებული ყველა ობიექტის ინსპექტირებას, შესრულებული სამუშაოს მიღებას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.



კრებსითი — სრული ვერსია